en
ge

სასწავლო კურსი ,,ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - რონდელის ფონდი ახალ კურსს იწყებს. 

მმართველობის სკოლის სასწავლო კურსის თემაა  ,,ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა.'' 

კურსი მიმოიხილავს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ძირითად პროცესებს.

 კურსის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თურქეთის, ირანის, ისრაელის, სირიის, ერაყის, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის შიდა და საგარეო პოლიტიკას, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ეთნოკონფესიურ პროცესებს.

წყარო: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი