USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი იწყებს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას მოსწავლეებისთვის.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ინდივიდუალურად და მასში ჩართვა შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლებიდან.
ოლიმპიადა ტარდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაგინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. ოლიმპიადას ორგანიზებას უწევს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი.
წყარო: USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა