სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს მიღებას ახალ ონლაინ სასწავლო პროგრამაზე „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა“.
პროგრამა არის უნიკალური შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებისთვის, ერთი პროგრამის ფარგლებში გაიუმჯობესონ კომპეტენცია და უნარები ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობითი პროცესების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით. სასწავლო პროგრამა განსაკუთრებულია და იგი აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად საკითხს.
სასწავლო პროგრამა შემუშავებულია მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა და საკრებულოს წევრთა საჭიროებების კვლევის საფუძველზე, შესაბამისად ის მოიცავს იმ ძირითად თემატიკას და პრიორიტეტულ საკითხებს, რაც მათ მიერ იქნა დასახელებული.
კურსი განკუთვნილია:
•მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისთვის;
•მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებისთვის;
•მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებისთვის;
•მუნიციპალიტეტის ინსტიტუციების, მათ შორის სათათბირო საბჭოების წევრებისთვის.
სასწავლო პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის სისტემაში შემავალი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიმართულებით. პროგრამა საშუალებას მისცემს მონაწილეებს გაეცნონ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მონაწილეობითი მიდგომების გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად საკითხს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათ საკუთარი უფლებამოსილებების უფრო ეფექტურად შესრულებაში.
სასწავლო პროგრამა მოიცავს სამ მოდულს:
•მოდული I - ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლები, უფლებამოსილებები და მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები (სავალდებულო);
•მოდული II - მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა (არჩევითი);
•მოდული III - მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა (არჩევითი).
სასწავლო პროგრამის თოთოეულ მოდულს გაუძღვება შესაბამისი მიმართულების ლექტორი, ხოლო სასწავლო პროგრამის საერთო შინაარსობრივ ფასილიტაციას გაუწევენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ პროგრამის სილაბუსი.
სასწავლო პროგრამაზე მონაწილეთა ჩარიცხვა და სწავლების ხანგრძლივობა:
სასწავლო პროგრამის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 10 კვირას (პირველი მოდულის ხანგრძლივობა არის 5 კვირა, მე-2 და მე-3 მოდულზე სასწავლო პროცესი წარიმართება პარალელურად).
სწავლება წარიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, რაც მოიცავს. როგორც ვიდეო ლექციებს, ისე ინტერაქტიულ ონლაინ შეხვედრებს Zoom პლატფორმის საშუალებით, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეებს თავად შეუძლიათ დროის გადანაწილება.
პროგრამა არის უფასო, ხოლო წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
მონაწილეები რომლებიც წარმატებით გაივლიან პროგრამას და მოიპოვებენ სერტიფიკატს, შესაძლებლობა ექნებათ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თავად ჩაერთონ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ტრენერებად ან მენტორებად.
პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია მინიმუმ ორ სასწავლო მოდულზე დარეგისტრირება. ამასთან, პირველი მოდული სავალდებულო არის ყველა მონაწილისთვის, ხოლო მეორე და მესამე მოდული არის არჩევითი და შესაძლებელია მხოლოდ ერთის, ან ორივე მათგანის არჩევა.
პროგრამაზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან პროგრამაზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.
პროგრამაში მონაწილეობისთვის გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/Qezjfh4SsN4uLe1Z9
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 4 თებერვალი.
ამასთანავე, გვინდა მოგიწვიოთ ონლაინ პროგრამის პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება 24 იანვარს 13:00 საათზე ZOOM პლატფორმის საშუალებით, სადაც კურსის ლექტორებთან ერთად, დეტალურად ვისაუბრებთ ონლაინ პროგრამის მიზნებსა და სასწავლო პროცესზე.
პროგრამის პრეზენტაციაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში 22 იანვრამდე გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/KzkXxKXZEzJj4Sn98
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12 საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი