en
ge

მოხალისეები ოზურგეთსა და ზუგდიდში!

მესტუმრე ეძებს მოხალისეებს ოზურგეთსა და ზუგდიდში! 

თუ ხარ 17 წლის ან მეტის და ფიქრობ, რომ შეგიძლია სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო, ან თუნდაც გაქვს სურვილი თავისუფალი დრო ნაყოფიერად გაატარო - ეს პროექტი შენთვისაა!

პროექტი „მესტუმრე“ მიზნად ისახავს კვირაში ერთხელ, ერთი საათის განმავლობაში, მოხუცთა პანსიონებში მცხოვრებ მოხუცებულებს მისცეს ახალგაზრდებთან რეგულარული, სოციალური ინტერაქციისა და სასიამოვნო საქმიანობით დაკავების შესაძლებლობა.

 მოხალისეებს პროექტში ჩართვა და მონაწოლეობა შეეძლებათ როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ ფორმატში.

წყარო: მესტუმრე