en
ge

კონკურსი ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსების მიზნით

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექი) აცხადებს კონკურსს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით პროექტის - „სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში“ - ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ.

პროექტი, ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში დაფინანსდა. 

მისი მიზანია იმერეთსა და კახეთში (6 სამიზნე მუნიციპალიტეტში: ზესტაფონი, წყალტუბო, ვანი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი) მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება, დასაქმებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სამიზნე მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ისევე როგორც მცირე ბიზნესის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.

წყარო: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი