en
ge

დაიწყო განაცხადების მიღება სათემო ადვოკატირების ონლაინ კურსზე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მიღებას ონლაინ კურსზე – სათემო ადვოკატირება.

თუ ხარ აქტიური ადამიანი, ხშირად ფიქრობ შენი თემის პრობლემებზე, მაგრამ არ იცი როგორ შეიძლება მათი მოგვარება; სურვილი გაქვს პოზიტიური ცვლილებები განახორციელო შენს საცხოვრებელ გარემოში, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო; ან ხარ თემის ლიდერი და უკვე ბევრი სიკეთე მოგიტანია შენი თემისთვის, მაგრამ გინდა ახალი ცოდნა და თანამოაზრეები შეიძინო, მაშინ ეს კურსი აუცილებლად დაგეხმარება ამ საქმეში.

კურსი განკუთვნილია: 

თემის ლიდერებისთვის; 

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის;

სტუდენტებისთვის; 

პროფესიული სასწავლებლებისთვის; 

ბიზნესს ასოციაციებისთვის; 

საინიციატივო ჯგუფებისთვის;

სამოქალაქო აქტივისტებისთვის.

რას ისწავლი სათემო ადვოკატირების კურსზე?

პირველ რიგში ისწავლი რა არის სათემო ადვოკატირება და როდის უნდა დაიწყო ადვოკატირების კამპანია; გაიგებ მოქალაქეთა მონაწილეობის რა ფორმალური და დამატებით მექანიზმები არსებობს ადგილობრივ დონეზე იმისათვის რომ არსებული პრობლემა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიიტანო; ისწავლი თემის მობილიზების ონლაინ და ოფლაინ ინსტრუმენტებს; ისწავლი როგორ უნდა შეიმუშავო კარგი მესიჯი და როგორ ვიყენებთ ციფრულ პლატფორმებს მესიჯების გასავრცელებლად პრობლემის მქონე სამიზნე აუდიტორიაზე და პრობლემის გადაჭრაზე პასუხისმგებელი პირების რეაგირებისთვის; ასევე ვისაუბრებთ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ადვოკატირების კამპანიას პიროვნულ/პერსონალურ და კარიერულ დონეზე; გარდა ამისა, კურსის ფარგლებში ვისაუბრებთ საქართველოში უკვე ჩატარებული წარმატებული კამპანიების შესახებ, რაც დაგეხმარებათ თქვენც უკეთ დაგეგმოთ თქვენი კამპანია და მოიძიოთ თანამოაზრეები.

სწავლა წარიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში და გაგრძელდება 1,5 თვის განმავლობაში. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ვიდეო ლექციები, ასევე ინტერაქტიული ონლაინ ლექციები Zoom პლატფორმის საშუალებით, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და ერთმანეთს გაუზიაროთ გამოცდილება. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეებს თავად შეუძლიათ დროის გადანაწილება. კურსზე სწავლა დაიწყება მარტში.

კურსის ხელმძღვანელია ნანა ბაგალიშვილი, ცოდნის კაფეს თანადამფუძნებელი.

კურსზე სწავლა არის უფასო, წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი. სერტიფიცირებულ სტუდენტებს ექნებათ დამატებითი შესაძლებლობა ჩაერთონ USAID- ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის სხვა აქტივობებში.

კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ელ–ფოსტის საშუალებით მიიღებენ ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ. 

აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული: https://forms.gle/JFJ9Ruwgze5QimvD8

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი, 2024 წელი 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12 

საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი