MAC Georgia და Chai Khana მოკლე ფილმების ერთობლივ კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს დოკუმენტური, მხატვრული და ანიმაციური კინოს რეჟისორებს.
კონკურსი ეძებს გამორჩეულ ისტორიებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანების და მათი ოჯახების ცხოვრებას გვაზიარებს.
კონკურსის მთავარი მიზანია, შშმ ადამიანების ყოველდღიურობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერება აამაღლოს და შეზღუდულიშესაძლებლობით ცხოვრების რეალობა ასახოს.
წყარო: მაკ ჯორჯია