სამოქალაქო საზოგადოების ფონდი აცხადებს კონკურსს ადვოკატებისთვის.
შერჩეული ადვოკატები ჩაერთვებიან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტში „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიული ზედამხედველობის ხელშეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის კვალიფიციურ სამართლებრივ დახმარებაზე სწრაფი და შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი