პროექტის "ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების მეშვეობით", რომელიც ხორციელდება USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა -ის მხარდაჭერით, "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო" აცხადებს შესარჩევ კონკურსს "ერასმუს"+-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩოხატაურის და ონის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის.
გაცვლითი პროგრამა დაფინანსებულია "ერასმუს"+ პროგრამის ფარგლებში, რომელიც პოლონეთსა და ესპანეთში ჩატარდება.
წყარო: სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო