en
ge

ფასილიტატორების შესარჩევი კონკურსი

საქართველოს განვითარების პლატფორმა (GeoDP) პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ – ფარგლებში აცხადებს ფასილიტატორების შესარჩევ კონკურსს სამიზნე მუნიციპალიტეტებში. 

პროექტის ძირითადი ამოცანებია: 

1. ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის წარმართვაში; 

2. მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტიანად განხორციელებისთვის მოსახლეობის ინფორმირების და ჩართულობის გაზრდა. 

პროექტით დაგეგმილია მრავალი აქტივობა, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ინფორმირებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების, მასში ჩართვის, პროექტების მომზადების, ხმის მიცემის პროცესის, მხარდაჭერის კამპანიების წარმოების შესახებ.

ფასილიტატორები განახორციელებენ საკვანძო როლს მოსახლეობას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფაში. 

სრულად...

წყარო: საქართველოს განვითარების პლატფორმა