en
ge

პარტნიორი ორგანიზაციის მოძიება

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: DVV International - საქართველო
  • ბოლო ვადა: 17.03.2024

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International) საქართველოში, თავის საქმიანობას ახორციელებს 2002 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების კონცეფცია და წვლილი შეიტანოს ზრდასრულთა და ახალგაზრდების განათლების გზით სიღარიბის დაძლევაში. (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.dvv-international.ge).

2006 წლიდან, DVV International-მა  14 ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრი დაარსა საქართველოს მასშტაბით, კერძოდ: კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, რაჭაში, გურიაში, აჭარაში და სამეგრელო ზემო-სვანეთში.

ცენტრები უზრუნველყოფენ მოსახლეობას ფართო სპექტრის არაფორმალური და ფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებით და საქმიანობით, რომელიც მიმართულია დასაქმების პერსპექტივის, ბენეფიციარების თვითგანვითარების და მათი ცხოვრების დონის ამაღლებისკენ.

ყოველწლიურად, დაახლოებით 20000 ადამიანი იღებს მონაწილეობას პროფესიული, პიროვნული, ფინანსური წიგნიერების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული განათლების პროგრამებში, ასევე სხვა მრავალ საზოგადოებრივ და სათემო ღონისძიებაში.

2024 წელს DVV International - საქართველო გეგმავს ახალი საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებას მცხეთა მთიანეთის რეგიონში. ცენტრი სრულად ფუნქციონირებას დაიწყებს 2025 წლის გაზაფხულისთვის.

 DVV International -ის ზრდასრულთა განათლების ცენტრებთან დაკავშირებული პოლიტიკის თანახმად, გარკვეული დროის შემდეგ (დამოკიდებულია ცენტრის შესაძლებლობებზე)  საგანმანათლებლო ცენტრი დარეგისტრირდება დამოუკიდებელ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირად და სამართავად გადაეცემა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ზრდასრულთა განათლების ცენტრის დაფუძნებაში. ახლადშექმნილი ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება DVV International -ის ფინანსური მხარდაჭერით.

DVV International - საქართველო გიწვევთ,  დარეგისტირებულ  არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადგილობრივ მუციპალიტეტებს გამოაგზავნოთ  ინტერესის გამოხატვის წერილი. 

ინტერესის გამოხატვის  წერილში უნდა აისახოს:

  1. პოტენციური პარტნიორის შესახებ, მოკლე ინფომრაცია. პარტნიორი უნდა სარგებლობდეს ნდობით ადგილობრივ თემში და საქმიანობდეს მისი ინტერესებიდან გამომდინარე;
  2. განმცხადებელი ორგანიზაციის გამოცდილება განათლების სფეროში და  ხედვა ზრდასრულთა განათლები ცენტრის დაფუძნების ეფექტურ გზებსა და მეთოდებზე;
  3. განმცხადებელმა   უნდა წარმოადგინოს  ორგანიზაციის მიერ ფონდების მოძიების წარმატებული მაგალითები;
  4. ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს სავარაუდო შენობა ან შენობები, სადაც ესახება ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნა. შენობის ადგილმდებარეობა, შენობის ფართი, მესაკუთრის ვინაობა, აუცილებლობის შემთხვევაში, ზედაპირული კალკულაცია, სავარაუდო სარემონტო სამუშაოების შესახებ (თანდართული, მაქსიმუმ 4 ფოტო);
  5. რამდენად მისადგომია შენობა ადგილობრივი და/ან მეზობელი მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის და რა რაოდენობის მოსახლეობას დაფარავს აღნიშნული ლოკაციიდან;
  6. ელექტრონული წერილის სათაურში უნდა ეწეროს: მუნიციპალიტეტი, დასახლება და განმცხადებელი ორგანიზაციის სახელი;
  7. ინტერესის გამოხატვის წერილი არ უნდა იყოს 3 გვერდზე დიდი და უნა იყოს pdf ფორმატში.

წერილის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 17 მარტი.

გთხოვთ, წერილი მოგვაწოდოთ ქართულ და ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 

info@dvv-international.ge 

jikia@dvv-international.ge

lichtenberg@dvv-international.de

წყარო: DVV International - საქართველო