en
ge

ცხადდება მიღება სამოქალაქო მონიტორინგის ონლაინ კურსზე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს მიღებას ონლაინ კურსზე – სამოქალაქო მონიტორინგი. 

თუ ხარ აქტიური მოქალაქე რომელიც დაინტერესებულია თავისი საცხოვრებელი გარემოს უკეთესობისკენ შეცვლით, იმ სახელმწიფო სერვისებითა თუ პროგრამებით, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს, ან თუ სურვილი გაქვს ისწავლო როგორ განახორციელო სამოქალაქო მონიტორინგი და ხელი შეუწყო მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, მაშინ ეს კურსი აუცილებლად დაგეხმარება. 

კურსი განკუთვნილია:

  • აქტიური მოქალაქეებისთვის; 
  • თემის ლიდერებისთვის; 
  • სამოქალაქო აქტივისტებისთვის; 
  • ჟურნალისტებისთვის; 
  • საინიციატივო ჯგუფებისთვის; 
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის; 
  • სტუდენტებისთვის; 
  • პროფესიული სასწავლებლებისთვის; 
  • ბიზნესს ასოციაციებისთვის;

წყარო: ჩაერთე მართვაში