en
ge

კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • დაწყების თარიღი: 01.03.2024
  • ბოლო ვადა: 08.04.2024
  • ბმული: https://www.facebook.com/photo/?fbid=790493446444522&set=a.551353137025222

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის მიზანია, გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას; წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების კარიერულ განვითარებას.

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი