ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი (NIMD) იწვევს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, მკვლევარებს და სპეციალისტებს NIMD-ის დემოკრატიის სკოლებში სტალინიზმზე ტრენინგების ჩასატარებლად. ტრენინგის მიზანია სტალინიზმსა და მის მემკვიდრეობაზე ინფორმირებული დისკუსიების ხელშეწყობა. შერჩეული კანდიდატები შეიმუშავებენ პრეზენტაციებს სამდღიანი (15 სამუშაო საათი) ტრენინგისთვის მომზადებული სასწავლო მოდულის და საკითხავი მასალების საფუძველზე.
ტრენინგები გაიმართება დემოკრატიის სკოლებისთვის 2014 წლის იანვარ-თებერვალში ოთხ ქალაქში. დემოკრატიის სკოლები თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს და თავს უყრის არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და სტუდენტებს.
შერჩეული ტრენერები, ასევე, მიიღებენ მოწვევას დემოკრატიის სკოლების 2014 წლის პროგრამაში და დამატებით დაგეგმილ დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი რეზიუმე და ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ მისამართზე contact@nimd.ge არაუგვიანეს 27 დეკემბრისა. სათაურის ველში მიუთითეთ "სტალინიზმი".
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ზანდუკელის 5, თბილისი 0108.
ტელ.: 00995 32 2982456
contact@nimd.ge
http://www.nimd.org | http://www.nimd.ge
წყარო:jobs.ge