en
ge

საგრანტო კონკურსი ქალთა შრომით უფლებებზე

"ქალთა ფონდი საქართველოში" აცხადებს საგრანტო კონკურსს ქალთა შრომით უფლებებზე. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია "გენდერისა და თანასწორობის შესახებ დანიის ცოდნის ცენტრი" (KVINFO). 

საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება ქალების, ქვიარ და ტრანს ადამიანების გაძლიერებას, შრომით უფლებებზე ცოდნის ამაღლებასა და ადვოკატირებას, ამ საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლას. კონკურსის მიზანია, აგრეთვე, აღნიშნულ თემაზე მომუშავე ქალი უფლებადამცველების ერთობლივი მუშაობის წახალისება, არაფორმალური, სადისკუსიო სივრცის შექმნა და სოლიდარობის გაღვივება. 

წყარო: jobs.ge