ორგანიზაციებს "Action Against Hunger" (AAH), "CARE Caucasus" და "People in Need", "Unite Together"-ის მხარდაჭერით, ესაჭიროებათ 6 საველე მონაცემთა შემგროვებელი /კვლევის აღმრიცხველი, საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებების იდენტიფიცირებისა და შეფასების მიზნით სიღრმისეული გამოკითხვის ჩასატარებლად. გამოკითხვა ჩატარდება პირისპირ და საველე მონაცემების შემგროვებლების/კვლევის აღმრიცხველების ტრანსპორტირება რესპონდენტებთან იქნება უზრუნველყოფილი. საველე მონაცემთა შემგროვებლები/კვლევის აღმრიცხველები გაივლიან ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ტრენინგების სრულ კურსს, რათა სათანადოდ ჩაატარონ ინტერვიუები და შეაგროვონ მონაცემები, მათ შორის შეძლონ ელექტრონულ მოწყობილობაში მონაცემთა სწორად შეყვანა.
წყარო: jobs.ge