"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის საჯარო პოლიტიკის კვლევითი დოკუმენტების შემუშავებაზე. კონკურსი ცხადდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მკვლევრების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად" (Evidence Based Policymaking for Good Governance: Empowering Young Researchers to Drive Change) ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს მტკიცებულებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის ხელშეწყობას, ახალგაზრდა მკვლევრების და აკადემიური წრეების გაძლიერებით და მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფით.
წყარო:jobs.ge