მონაწილეობითი და ადამიანზე ორიენტირებული მუნიციპალური სერვისების მიწოდების მხარდაჭერის მიზნით, ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით, მხარი დაუჭირონ მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივ დაგეგმვაში, სერვისების შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალური სერვისების მიწოდება.
საგრანტო პროგრამა ხორცილდება ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს ოთხ რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, იმერეთში, გურიასა და კახეთში.
წარადგინეთ განაცხადი 2024 წლის 12 აპრილამდე.
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა