საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და Geocase ჯეოქეისი-ის ერთობლივი პროექტის „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის” ფარგლებში ცხადდება მიღება ტრენინგზე ტრადიციული და სოციალური მედიის წარმომადგენლებისთვის.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ტრადიციული და სოციალური მედიის წარმომადგებლებში ცნობიერების ამაღლებას შემდეგ თემებზე:
პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ფენომენი თანამედროვე საზოგადოებაში;
პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელის შემშლელი ფაქტორი;
სოციალური მედიის მზარდი როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში;
მედიის როლი პოლიტიკური აზრისა და იდეოლოგიების ჩამოყალიბებაში;
ჟურნალისტური ეთიკა და საუკეთესო პრაქტიკა.
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ ტრადიციული და სოციალური მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც დასაქმებული არიან როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვდასხვა რეგიონში.
წყარო: საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი