en
ge

აღმასრულებელი დირექტორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 19.12.2013
  • ბოლო ვადა: 10.01.2014
  • ბმული: http://jobs.ge/67046/
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.
აღმასრულებელი დირექტორის ძირითადი ფუნქციებია:
** ორგანიზაციული მენეჯმენტი და სტრატეგიული დაგეგმარება;
** ადამიანური რესურსების წახალისება და ახალი კადრების მოზიდვა;
** ორგანიზაციის იმიჯის სტაბილურობა ქვეყნის შიგნით, დონორებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
** ინოვაციური მიდგომა დასახული მიზნების მიღწევისა და ორგანიზაციის შედეგების ეფექტიანობის ზრდის მიზნით;
** მიმდინარე პროგრამების მონიტორინგი და ეფექტურობის გაუმჯობესება;
** გუნდური მუშაობის პრინციპების დანერგვა და შიდა ორგანიზაციული კულტურის განვითარება;
** გამჭვირვალე და სამართლიანი საკადრო პოლიტიკის ჩამოყალიბება და მუდმივი გაუმჯობესებისათვის ზრუნვა;
** ფინანსური მდგრადობა, მატერიალური რესურსების უსაფრთხოება;
** საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და გაფართოება, უზრუნველყოს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ახალი ფონდების მოძიება, ფინანსური სახსრების დივერსიფიკაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სპეციალობა: სამართალი, სამართალი/ეკონომიკა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, ფინანსები და მართვა);
** პროფესიით მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** ბიუჯეტების მართვის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თბილისში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში სრულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
** განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
** ავტობიოგრაფია (CV);
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** სამოტივაციო წერილი
არასრულად ან ელ-ფოსტით მოწოდებული დოკუმენტები არ მიიღება შემდგომში განსახილველად.
დოკუმენტები მიიღება 2014 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:
თბილისი, ჯ. კახიძის (ყოფილი კრილოვის) ქ. 15,
საკონტაქტო პირები: ანი ტაბიძე, ტელ: 293 61 01; 295 23 53 - 593 91 93 45
თამარ სარაჯიშვილი: 593 16 79 77
წყარო:jobs.ge