en
ge

ცხადდება კონკურსი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ავსტრიის საელჩო საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 21.03.2024
  • ბოლო ვადა: 12.04.2024
  • ბმული: https://www.facebook.com/photo?fbid=724329813221324&set=a.224718989849078

ევროპის დღესთან დაკავშირებით, ავსტრიის საელჩო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად აცხადებს კონკურსს. 

30 წლის წინ, ავსტრიელებმა მხარი დაუჭირეს ავსტრიის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანებას. გასულ წელს კი, საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რამაც ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოვა ევროკავშირთან. ჩვენ ყველა ვიზიარებთ ევროკავშირის დევიზს „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ (“United in Diversity”). მაგრამ რას ნიშნავს ის პირადად თქვენთვის? 

გააგზავნეთ ევროკავშირის დევიზის ამსახველი ნამუშევარი ავსტრიის, საქართველოს და/ან ევროკავშირის კონტექსტში 2024 წლის 12 აპრილის 00:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: Tiflis-ob@bmeia.gv.at. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ წარმოაჩენთ შინაარსობრივად ამ თემას - ეს შეიძლება იყოს ფოტოები, ნახატები, სკულპტურები, ქორეოგრაფია, და სხვა. 

რატომ? იმიტომ, რომ 5 გამარჯვებული მიწვეული იქნება ავსტრიისა და ევროკავშირის ელჩებთან ერთად გამართულ სადილზე. გარდა ამისა, გამარჯვებული ფოტოები გამოიფინება ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე 2024 წლის 11 მაისს ექსპო ჯორჯიაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ კონკურსის პირობები 

იხილეთ...

წყარო: ავსტრიის საელჩო საქართველოში