en
ge

მონაწილეთა მიღება საჯარო ლექციების ციკლზე

ანალიტიკური პლატფორმა „კომენტარი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, იწყებს საჯარო ლექციების ციკლს სახელწოდებით „სამართლის კრიტიკული თეორია - პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“.

ლექციების ციკლის ამოცანაა თავი მოუყაროს ქართველი მკვლევრების მოხსენებებს კრიტიკული სამართლის კონცეფციის შესახებ. ფორმატი ითვალისწინებს ძირითად მოხსენებებსა და დისკუსიას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სალექციო კურსის გახსნითი და შემაჯამებელი ღონისძიებები.

წყარო: პლატფორმა "კომენტარი"