en
ge

განაცხადის მიღება “მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სკოლაში”

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს დემოკრატიული სკოლების ციკლს და აანონსებს მიღებას “მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სკოლაში”. 

სკოლის მიზანია, აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა მიაწოდოს სკოლის მონაწილეებს ქართული მართლმსაჯულების სისტემის არქიტექტურის, განხორციელებული რეფორმებისა და დღეს არსებული გამოწვევების თაობაზე, გააცნოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მართლმსაჯულების რეფორმის როლი და პერსპექტივები, ასევე გამოკვეთოს სასამართლოს მხრიდან სხვა სახელისუფლებო შტოების ეფექტიანი კონტროლის მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. 

წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი