გიყვარს კროსვორდებისა და პაზლების ამოხსნა?
მაშინ კონკურსი „მოაზროვნეები" შენთვისაა.
იპოვეთ თანამოაზრეები,
აირჩიეთ ლიდერი და დარეგისტრირდით 4 კაციან გუნდებად. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს.
კონკურსი გაიმართება 26 დეკემბერს. სულ იქნება 3 რაუნდი. მონაწილეები მიიღებენ სხვადასხვა დავალებას.
გამარჯვებულები სიგელების გარდა, დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით 24 დეკემბრამდე:
ღონისძიების ორგანიზატორია ორგანიზაცია „დავითიანნი", პარტნიორები:არასამთავრობო ორგანიზაცია "რადარამი", Language Club -ენებისა და სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ლიტერატურის შემსწავლელი ცენტრი, კაფე-ბარი " KEEP CALM TBILISI".
მედია მხარდამჭერია ახალგაზრდული ინტერნეტ-ჟურნალი 360 გრადუსი (360gradus.ge) და შემეცნებით-გასართობი სტუდენტური ჟურნალი – სტუდენტური ამბები (studinfo.ge).
წყარო: ორგანიზაცია „დავითიანნი"