en
ge

კონკურსი სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული მისიის მქონე საწარმოებისთვის

პროექტი „Greenhouse for Social Innovators” იწყებს განაცხადების მიღებას სოციალური საწარმოების შესარჩევ კონკურსზე. 

თუ ხართ 18 იდან 36 წლამდე, გაქვთ საკუთარი სოციალური ბიზნესის მართვის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება და სურვილი გაქვთ გაზარდოთ საწარმოს შემოსავლები, გამოიყენოთ ახალი ინსტრუმენტები ბიზნესის განვითარებისთვის, გააკეთოთ საწარმოს დიაგნოსტირება და მიიღოთ პროფესიონალი მენტორების მხარდაჭერა - გთავაზობთ მონაწილეობას აქსელერაციის პროგრამაში.

პროექტი ხორციელდება EU4Youth პროგრამის ფარგლებში და ქართული, უკრაინული და ბელორუსული სოციალური საწარმოებისა და ტრენერების გაერთიანებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

წყარო: სოციალურ საწარმოთა ალიანსი