en
ge

ესეების კონკურსი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: გადასახადის გადამხდელთა კავშირი
  • დაწყების თარიღი: 23.12.2013
  • ბოლო ვადა: 20.01.2014
"გადასახადის გადამხდელთა კავშირი" აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: "ჩემი აზრით, არამიზნობრივი სახელმწიფო ხარჯი არის...".
კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი აზრის კვლევა სახელმწიფო საბიუჯეტო პოლიტიკის შესახებ. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, ვისაც სურს გამოხატოს თავისი შეხედულება სახელმწიფოს მიერ გაწეულ ხარჯებზე.
ნაშრომი უნდა შეიცავდეს ავტორის არგუმენტირებულ მოსაზრებას თემებზე:
** სახელმწიფო ხარჯების პრიორიტეტულობა და მიზნობრიობა;
** გადასახადების გადამხდელთა უფლებები და მთავრობის პასუხისმგებლობა;
** სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკა.
საუკეთესო ესეს ავტორს პრიზად გადაეცემა Samsung-ის პლანშეტური კომპიუტერი;
მეორე ადგილის მფლობელი მიიღებს ვაჟა-ფშაველას ხუთტომეულს;
საუკეთესო ესეები გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, ხოლო მათ ავტორებს ორგანიზაცია შესთავაზებს თანამშრომლობას.
კონკურსის წესები:
ესეს მოცულობა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 3 გვერდს და შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. ესეების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 20 იანვარი.
მონაწილეებმა ნაშრომი უნდა გამოაგზავნონ ორგანიზაციის მისამართზე: info@tpu.org.ge 2014 წლის 15 თებერვლამდე.