en
ge

ტრენინგი-პროექტის წერა

CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან (LAG) ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის - ფარგლებში, გურიის მოსახლეობისთვის გეგმავს ტრენინგებს თემაზე - პროექტის წერა.

ტრენინგების მიზანია საგრანტო კონკურსის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა და გაძლიერება პროექტების წერის მიმართულებით.