"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აცხადებს ვაკანსიას უფასო იურიდიული დამხმარების ცენტრისათვის ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით სრულ განაკვეთზე მომუშავე იურისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა.
წყარო: jobs.ge