"კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი", გენდერული თანსწორობისა და ქალთა და გოგონათა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების მიზნით, იწყებს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი პროგრამის განხორციელებას: ახალი შესაძლებლობები და ახალი ჰორიზონტები ქალებისა და გოგონებისათვის: გაუჯობესებული არჩევანი პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის.
პროგრამის მიზანია 2014-2016 წლებში გენდერული თანასწორობის პრინციპების გაღმავებისა და გენდერული თანასწორობის პრაქტიკის გაუმჯობესების უზრუნველყოფა ინოვაციური ინსტუმენტების გამოყენებით (ქალთა ოთახები მუნიციპალიტეტების შენობებში, განათლებისა და კარიერის განვითარების ფონდი), რაც ქალებისა და გოგონების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და პროფესიულ არჩევანს განავითარებს და გააუმჯობესებს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი 1994 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი პირველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება საქართველოში მშვიდობის, ტოლერანტობისა და გენდერული თანასწორობის კულტურის განვითარებას და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყნებით: კვლევა, შესაძლებლობების ზრდა, ადვოკატირება, დიკუსები და სამოქალაქო განათლება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში პროგრამა აცხადებს ვაკანსიას სკოლების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი სამუშაო განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, გასვლებით სამიზნე რეგიონებში
გამოსაცდელი ვადა: ანაზღაურებადი 2 თვე
ანაზღაურება: $660 დარიცხული (Gross)
ანგარიშვალდებულია პროგრამის ხელმძღვანელთან
სამუშაოს აღწერილობა:
** სკოლების კოორდინატორი პასუხისმგებელია სამიზნე რეგიონების ქალებისა და გოგონების საგანმანათლებლო, სატრენინგო და შესაძლებლობლობების გაძლიერების კუთხით შესაბამისი საჭიროებების გამოვლენაზე და რეაგირების სტრატეგიების შემუშავებაზე პროგრამის გუნდთან ერთად.
** ის ახდენს პროგრამასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ურთიერთობის ფასილიტირებას იმ მიზნით, რომ სამიზნე რეგიონის გოგონებმა და ქალებმა მაქსიმუმი სარგებელი მიიღონ არა მარტო აღნიშნული პროგრამის მიერ შეთავაზებული საქმიანობებითა და სერვისებით, ასევე რეგიონში და საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს კომპანიების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ გაწეული საქმიანობით.
** პროგრამა მოიაზრებს 15-19 წლმადე ვაჟების ჩართულობას. შესაბამისად, კოორდინატორი პასუხისმგებელია იმ ვაჟების იდენტიფიცირებაზე, რომელსაც აქვთ მოტივაცია და სურვილი ჩაერთონ პროგრამაში.
** განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგების ჩართულობაზე იმ მიზნით, რომ პროგრამა უკეთ მიწვდეს სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა, თუ სხვა ჩართულ მოქმედ პირებს.
** სკოლების კოორდინატორი პასუხისმგებელია: კვლევებზე, ადგილობრივი საჭიროებების იდენტიფიცირებაზე, ანგარიშების მომზადებაზე, განათლების სისტემის შესაბამის სტრუქტურებთან კომუნიკაციაზე.
მოთხოვნილი კვალიფიკაცია:
** მაგისტრის ხარისხი სოციალურ ან პოლიტიკურ მეცნიერებებში;
** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება სამოქალაქო სექტორში;
** ქალთა და გენდერულ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** საგანმანათლებლო სისტემის ცოდნა;
** ქართული, და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა სამუშაოსათვის;
** რუსული ენის ცოდნა რეგიონებში კომუნიკაციისათვის;
** გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი ზემოთ მოთხოვნილ ენებზე;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების განსაზღვრის და მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
სასურველია:
** კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** აღნიშნულ რეგიონებში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ელექტრონულად მოგვაწოდოთ შემდეგი დოკუმენტები:
1) სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე)
2) CV
3) ერთი სარეკომენდაციო წერილი
ელფოსტის მისამართზე: office@iccn.ge
ელფოსტაში უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება - "სკოლების კოორდინატორი".
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2013 წლის 26 დეკემბერი (16:00 სთ). დაგვიანებით გამოგზავნილი განაცხადები არ მიიღება.
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს. სატელეფონო ზარები ინფორმაციის მიღების მიზნით არ მიიღება.
წყარო:jobs.ge