en
ge

საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის

ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (#CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს სასტარტო (#startup) ეტაპზე მყოფი და/ან ახალი სოციალური საწარმოების დაფუძნების მსურველებისთვის.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მხარდაჭერის მიღება შეუძლიათ დამწყებ სოციალურ საწარმოებს, რომელთა მიზანია:

დასაქმების ხელშეწყობა;

სოციალური სერვისების მიწოდება;

მოწყვლადი რეგიონების/დასახლებული პუნქტების განვითარება;

ზრუნვა რეციკლირების, გარემოს დაცვის, სპორტის, ხელოვნების, კულტურის, განათლების, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის, მეცნიერებისა და ინოვაციის მიმართულებით.

წყარო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი