en
ge

ესეების კონკურსი

ეროვნული სასახლისა და „მირაბალდების“ საერთო პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია ახალგაზრდებში პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების შესახებ ცნობიერების გაზრდა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქალების როლსა და მნიშვნელობაზე ესეის/ჩანახატის საშუალებით. ჩვენთვის მთავარია ახალგაზრდების ინტერესი ამ თემის მიმართ. შესაბამისად, ნაშრომისა და სათქმელის გამოხატვის ფორმაში არ არიან შეზღუდული. ასევე, თუკი მოსწავლეთა ნაწილისთვის უფრო მისაღებია ამ თემაზე ნახატის შექმნა, შეგვიძლია ამ ფორმითაც მივიღოთ.

წყარო: მირაბალდები