დამსაქმებელი: ა.ი.პ. საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი"
პროექტის სახელწოდება: "ახალი ინიციატივა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ"
პროექტის მიზანია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის თემზე დაფუძნებული სისტემის განვითარება. პროგრამის ამოცანაა ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის ისეთი მომსახურებების ქსელის განვითარება, რომლის საშუალებით ეტაპობრივად მოხდება ბავშვების/მათი ოჯახების ჩართვა ბავშვთა დაცვისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო სისტემაში.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
მომსახურებების განსავითარებლად იგეგმება სამი ტიპის მომსახურების განვითარება, რომლებიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ეტაპობრივ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას გულისხმობს: მობილური სამსახური, რომლის მიზანია დაამყაროს კონტაქტი ბავშვებთან ქუჩაში, მათთვის ჩვეულ გარემოში, მოიპოვოს მათი ნდობა და მოიზიდოს დღის ცენტრში. აქ ბავშვებს ექნებათ საშუალება მიიღონ სამედიცინო დახმარება, დაიკმაყოფილონ ბაზისური მოთხოვნილებები, გამოიკვებონ და ამავდროულად ჩაერთონ არაფორმალური განათლების პროგრამებსა თუ სხვა ბიო-ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისკენ მიმართულ აქტივობებში. გარკვეულ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ბავშვების განთავსება 24-საათიან ტრანზიტულ მომსახურებაში, რომელიც მოამზადებს ბავშვებს სხვა, ბავშვთა დაცვის ძირითად მომსახურებებში ჩასართავად. პროგრამის ფარგლებში მოხდება დასაქმებული პერსონალის საქმიანობის მუდმივი პროფესიული ზედამხედველობა.
მიმდინარე ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მობილური ჯგუფის ფსიქოლოგის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
** ბავშვებთან პირველადი კონტაქტის დამყარება და მათი ნდობის მოპოვება;
** თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება არსებული შეფასების ფორმის მიხედვით.
** ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დახმარება საბაზისო საჭიროებათა დაკმაყოფილების მიზნით (ჰიგიენის საშუალებების მიწოდება, ტანისამოსით უზრუნველყოფა, სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების გაწევა და სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებაში დახმარება);
** სოციალურ მუშაკსა და მობილური ჯგუფის სხვა წევრებთან თანამშრომლობის გზით, კონსულტირებისა და რეკრეაციული ღონისძიებების საშუალებით, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება, მათი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და გრძელვადიანი ზრუნვის ფორმით უზრუნველყოფის მიზნით;
** ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების ცნობიერების ამაღლება საგანმანათლებლო საჭიროებებთან დაკავშირებით, მათი დახმარება ცხოვრებისეული უნარების გამომუშავებაში;
** ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის შესაბამის მომსახურებებზე (დღის ცენტრი, 24 საათიანი სამზრუნველო დაწესებულება) ინფორმაციის მიწოდება და ამ მომსახურებებში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა.
ძირითადი სამუშაო განრიგი მოიცავს დღის საათებს: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. პერიოდულად (საჭიროების შემთხვევაში) სამუშაო განრიგში შედის ცვლილება და დღის სამუშაო საათები ჩანაცვლდება ღამის საათებით.
კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგია, სოციალური მეცნიერებები) (კურსდამთავრებული)
** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** წერითი და ანალიტიკური უნარები;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარები.
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი 2 რეკომენდატორის მითითებით,
ელ. მისამართზე: caritasgeo@gmail.com
განცხადების შემოტანის ბოლოო ვადაა 2014 წლის 9 იანვარი, 18:00 სთ.
წყარო:jobs.ge