არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS) აცხადებს კონკურსს პოლიტიკის კოორდინატორის ვაკანსიაზე, პროექტის "რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების ხელშეწყობა ადამიანის საერთაშორისო უფლებათა სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ადვოკატირების და იმპლემენტაციის მიზნით" ფარგლებში.
პროფესიული მოთხოვნები:
** მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი სამართლის განხრით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საჯარო, არასამთავრობო სექტორში ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია მაგისტრატურა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით;
** გაეროს და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის ცოდნა;
** სასურველია პროფესიული გამოცდილება ეროვნული/რელიგიური უმცირესობების, ქალთა, დევნილთა ან/და შშმპ-ების უფლებათა დაცვის/ხელშეწყობის მიმართულებით.
უნარ-ჩვევები:
** აქტივობების/ღონისძიებების დაგეგმვის და კოორდინაციის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის განაწილების და გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიზის და დაგეგმვის უნარი;
** პროექტების წერის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** კოორდინაცია გაუწიოს პროექტით გათვალისწინებული მიზნების და აქტივობების შესრულებას, აგრეთვე ორგანიზაციულ საკითხებს (დაგეგმვა, იმპლემენტაცია და მონიტორინგი);
** განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობა, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;
** წარმოადგინოს პროექტი მესამე მხარესთან ურთიერთობაში.
ანაზღაურება ოდენობა შეადგენს 1,700 ლარს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი ბიოგრაფია (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: grass@grassgroup.org 2014 წლის 5 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ შემდეგი: "კანდიდატურა პროექტის პოლიტიკის კოორდინატორის თანამდებობაზე".
წყარო:jobs.ge