აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO) არის ოთხწლიანი პროგრამა, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, სასურსათო უსაფრთხოება, შერჩეულ თემებში მცირემასშტაბიანი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება მათი საცხოვრებლის მოვლა-პატრონობის მიზნით და დახმარების გაწევა იმ თემებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიური ან სხვა მოვლენების შედეგად.
NEO პროექტი აცხადებს განაცხადების მიღებას გორის, ქარელის, ხაშურის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ონის, ცაგერის, ლენტეხის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში ღია გრუნტზე ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის მიზნით. საგრანტო განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოაღნიშნული სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად. გრანტების გაცემა და მათი განხორციელება მოხდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ მთავრობის მიერ შემუშავებული წესებისა და ინსტრუქციების მიხედვით.
განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადა: 2014 წლის 27 იანვარი.
წყარო:jobs.ge