მედია ცენტრი კახეთი MCK (Media Center Kakheti) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა" ფარგლებში ქალთა პროფესიული გაძლიერების მიზნით პროვაიდერების შესარჩევად აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კახეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული სასწავლებლებისთვის, ბიზნეს კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის.
პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.
პროექტი ითვალისწინებს: გენდერული ნიშნით ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.
წყარო: jobs.ge