en
ge

ესეების კონკურსი "უკეთ გავიცნოთ ნატო"

სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის - "უკეთ გავიცნოთ ნატო".

კონკურსი მოიცავს ნაშრომების მომზადებას შემდეგ შემოთავაზებულ თემებზე: 

▪️ნატოს ტრანსფორმაცია: 75 წელი კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულებიდან ყოვლისმომცველ და მრავალპროფილურ ალიანსამდე. 

▪️ალიანსი და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

 ▪️ნატოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში - ორი წელი უკრაინის ომიდან. 

▪️რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები. 

▪️შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების გავლენა ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებაზე. 

▪️მითები ნატოს შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

წყარო: სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი