ევროკომისია აცხადებს საგრანტო კონკურსს „ინვესტირება ადამიანებში" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების მხარდასაჭერად. კონკურსის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებისთვის კონსულტაციების გაწევის გზით.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მმართველობით რგოლებს, რომელთაც აქვთ ამ სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.