"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე:
ფინანსური მენეჯერის მოვალეობები:
** ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** სხვადასხვა დონორებისთვის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება (დაგეგმვა, განხორციელება და პროცესის მონიტორინგი და ანგარიშგება);
** ფინანსური ანალიტიკა და ფინანსური დაგეგმვა;
** ბანკებსა და მომსახურების მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა;
** გარე აუდიტთან მუშაობის კოორდინაცია;
** ორგანიზაციის დირექტორსა და პროგრამების მენეჯერთან ერთად პროექტების ბიუჯეტის შემუშავება და კონტროლი;
** ლოჯისტიკისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად შესყიდვების წარმოება და კონტროლი;
** ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლების ზედამხედველობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ფინანსები/ეკონომიკა/მათემატიკა
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა
** კომპიუტერული და ბუღალტრული პროგრამების კარგი ცოდნა
** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სხვადასხვა საერთაშორისო დონორებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ხარისხზე ორიენტირებულობა, ძლიერი მოტივაცია, ანალიტიკური აზროვნება;
მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოტივაციის წერილი 2014 წლის 15 იანვრამდე ელ.ფოსტის მისამართებზე: hr@isfed.ge | t.kirvalidze@isfed.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
წყარო:jobs.ge