"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის თანამდებობაზე.
ასისტენტის მოვალეობები:
** დახმარება გაუწიოს ორგანიზაციის დირექტორს და ორგანიზაციის მენეჯმენტის სხვა წევრებს ეფექტურად და დროულად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები;
** მოამზადოს და აწარმოოს სხვადასხვა დოკუმენტაცია;
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და ინფორმაციის მიწოდება;
** წერილებზე პასუხის გაცემა;
** შეხვედრების ორგანიზება;
** ორგანიზაციის სხვადასხვა პარტნიორებთან ურთიერთობა
** ოქმების წარმოება;
** სხვა დავალებების შესრულება.
განათლება და სამუშაო გამოცდილება:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა (წერა, მეტყველება თავისუფლად);
** რუსული ენის ცოდნა სასურველია;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და აუცილებელი მოთხოვნები:
** მოტივაცია;
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა.
მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოტივაციის წერილი 2014 წლის 15 იანვრამდე ელ.ფოსტის მისამართებზე: hr@isfed.ge | t.kirvalidze@isfed.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
წყარო:jobs.ge