ებერჰარდ შიოკის ფონდი გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართება სემინარებს სახელწოდებით "DeutschLAND intensiv“.
თუ თქვენ ხართ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის, პროფესიული სასწავლებლის ან უნივერსიტეტის გერმანული ენის მასწავლებელი საქართველოში, არ გქონიათ შესაძლებლობა, სწვეოდით გერმანიას და გქონოდათ კონტაქტი გერმანელებთან მათ მშობლიურ ენაზე და გინდათ, უფრო მეტი ისწავლოთ გერმანული ენისა და კულტურის შესახებ, მაშინ შეიტანეთ განაცხადი ორკვირიან, უფასო ონლაინ სემინარში მონაწილეობისათვის, რომელიც 2024 წლის 29 ივლისიდან 9 აგვისტომდე ჩატარდება.
სემინარი მოიცავს გერმანული ენის ინტენსიურ კურსს და გერმანელ ექსპერტებთან კომუნიკაციას ისეთ თემებზე, როგორებიცაა ენა, ქვეყანათმცოდნეობა და კულტურა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 9 ივნისი.
წყარო: გერმანიის საელჩო საქართველოში