en
ge

სამოქალაქო ჩართულობის გაცვლითი პროგრამა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს სამოქალაქო ჩართულობის გაცვლით პროგრამას.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები 100-ზე მეტი ქვეყნიდან სამ თვეს ამერიკაში გაატარებენ და მენტორებთან ერთად სამომავლო პროექტებზე იმუშავებენ. ასაკი შეზღუდულია 21-დან 27 წლის ჩათვლით.

პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია IREX -ი.

წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო