"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) პროექტის - "ახალგაზრდების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისთვის" - ფარგლებში, აცხადებს პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსს.
კონკურსი ცხადდება USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და მისი მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების წახალისება, საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე მოამზადონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტი/ანალიტიკური ნაშრომი და გააცნონ საზოგადოებას საკუთარი ხედვები კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად.
წყარო: jobs.ge