არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) აცხადებს ტენდერს კრეატიული და შემოქმედებითი ინდუსტრიების კომპანიებისთვის - საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით.
ტენდერი ცხადდება პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისთვის" ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, საზოგადოების ფართო ჩართულობით, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას, მათ შორის, საქართველოს საზოგადოების ინფორმირების ზრდას. პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა კრეატიული და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიერ საქართველოს ევროპული გზის შესახებ საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიის განხორციელება.
წყარო:jobs.ge