en
ge

ტრენერი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • დაწყების თარიღი: 29.12.2013
  • ბოლო ვადა: 17.01.2014
  • ბმული: http://jobs.ge/67311/
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" არის უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, საერთაშორისო სამართლით აღიარებული სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, სახელმწიფო პოლიტიკისა და ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან, საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ეფექტური სამართალწარმოების, სამიზნე ჯგუფების გაძლიერების, სამოქალაქო მონიტორინგის, კვლევისა და ანალიზის და სამართალშემოქმედებით ინიციატივებში მონაწილეობის გზით.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" USAID-ის მხარდაჭერით იწყებს პროექტს "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე".
პროექტის მოკლე აღწერა:
** მდგრადი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტია ქალთა შესაძლებლობა მამაკაცებთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღონ მონაწილეობა, წვლილი შეიტანონ და ისარგებლონ ეკონომიკური პროცესებისგან იმგვარად, რომ მათი წვლილი დაფასებული იყოს, პატივს სცემდნენ მათ ღირსებას და შესაძლებელი იყოს ეკონომიკური სარგებლის ობიექტური განაწილება.
** მამაკაცებთან ერთად თანასწორობის პირობებში ქალთა მონაწილეობა ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია ქალთა გაძლიერებისთვის და მათთვის შესაძლებლობის მიცემისთვის, თავად წარმართონ თავიანთი ცხოვრება და შეძლონ საზოგადოებაში გავლენის მოხდენა.
** საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, ისევე, როგორც საქართველოს შრომის კოდექსი, კრძალავს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას დასაქმებისას. თუმცა, მნიშვნელოვანი გენდერული უთანასწორობა არსებობს საქართველოში დასაქმების შესაძლებლობებისას და სამუშაო პირობებთან მიმართებით.
პროექტის მიზანია: გენდერული თანასწორობის გაზრდა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის წახალისება, სადაც ქალები მონაწილეობენ სამუშაო ადგილებზე მამაკაცებთან თანასწორ პირობებში.
პროექტის ამოცანებია:
1. გენდერული თანასწორობის წახალისება და გაუმჯობესება სამუშაო ადგილებზე.
2. ქალთა მობილიზება, რათა მოითხოვონ თავიანთი უფლებების თანასწორად განხორციელება სამუშაო ადგილებში
3. დამსაქმებელთა წახალისება, რათა მათ იმოქმედონ არსებული საქართველოს კანონის არადისკრიმინაციული ნორმებით
4. სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება სამუშაო ადგილზე თანასწორობის შესახებ ქალთა უფლების დაცვის მიზნით
5. პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, დამსაქმებლების, დასაქმებულთა, ახალგაზრდობის, საზოგადოების სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება.
ვაკანტური ადგილი: ტრენერი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 19 თვე
ხელფასის ოდენობა: 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (დარიცხული)
დატვირთულობა: 60%
სამუშაოს აღწერილობა:
** ტრენერი ტრეინინგის გუნდთან ერთად ჩაატარებს 11 ტრეინინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამუშაო ადგილას დისკრიმინაციის შესახებ მამაკაცი და ქალი დასაქმებულებისთვის.
** ტრენერი, ტრენინგის გუნდთან და ექსპერტთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს ტრენინგ-კურსის შინაარსს.
** ტრენინგ-კურსები განსაზღვრავს, თუ რას ნიშნავს დისკრიმინაცია სამუშაო ადგილას. ტრეინინგ კურსები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: გენდერული თანასწორობის პოლიტიკა და კანონმდებლობა, დისკრიმინაციის პრევენციისა და საპასუხო სტრატეგიები, არსებული სამართლებრივი და არასამართლებრივი უფლებები და საშუალებები.
** ტრენერი ტრეინინგის გუნდთან ერთად ჩაატარებს 7 სემინარს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებისთვის, რათა დამსაქმებლებს შორის აამაღლოს ცნობიერება სამუშაო ადგილას დისკრიმინაციის ფორმებისა და შედეგების შესახებ.
** ტრეინინგები მოიცავს ინფორმაციას დისკრიმინაციის პრევენციისა და საპასუხო ღონისძიებების, აგრეთვე, ინფორმაციას სამართლებრივი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ტრეინინგები მიზნად უნდა ისახავდეს პრობლემათა საერთო აღქმის, ძირითადი პრინციპებისა და ეფექტური მიდგომების მიმართ წვლილის შეტანას, რაც დაეხმარება დამსაქმებლებს გაუმკლავდნენ პრობლემას.
** ტრენერი, ტრეინინგის გუნდთან ერთად, ჩაატარებს ტრენინგებს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის თბილისსა და საქართველოს ათ რეგიონში. იგი მიზნად ისახავს შრომით ბაზარზე მომავალი დასაქმებულებისთვის ცნობიერების ამაღლებას სამუშაო ადგილას გენდერული თანასწორობის, სტერეოტიპების და დისკრიმინაციის ფორმების შესახებ. იგი ასევე ისახავს მიზნად, მხარი დაუჭიროს მონაწილეებს დაამკვიდრონ გენდერულად-მგრძნობიარე მიდგომა თავიანთ მომავალ სამუშაო ადგილებში.
** ტრენინგის გუნდი შეიმუშავებს ტრენინგის კურიკულუმს ექსპერტთან თანამშრომლობით.
** ტრენერი, ტრეინინგის გუნდთან და პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, შეიმუშავეს ვიდეოს ან მცირე ვიდეოებს, რომელიც ნაჩვენები იქნება ტრეინინგებზე.
** შეასრულებს სხვა ვალდებულებებს, რომლებიც უკავშირდება პროექტის მიზნების და ამოცანების შესრულებას.
მოთხოვნები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება
** იურიდიულ სფეროში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება
** სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს კონსტიტუცია
- კონვენცია 100: მამაკაცთა და ქალთა თანასწორი ანაზღაურების შესახებ თანაბარი ღირებულების შრომისათვის
- კონვენცია 111: შრომისა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ
- ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენცია
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით
- საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ
- შრომის კოდექსი
** ტრეინინგების ჩატარების გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს რომელთაც ნამუშევარი აქვთ ადამიანის უფლებათა სფეროში ქალთა უფლებათა დაცვის და განსაკუთრებით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით, აქვთ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით სემინარების ჩატარების გამოცდილება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV (სადაც მითითებული იქნება სამი პიროვნების სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც კანდიდატს გაუწევენ რეკომენდაციას) და სამოტივაციო წერილი, შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე: vacancy@article42.ge არაუგვიანეს 2014 წლის 17 იანვრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის ველში მიუთითოთ თანამდებობის სახელწოდება.
გასაუბრებაზე მოიწვევიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
გთხოვთ, გასაუბრებაზე წარმოადგინოთ თქვენი დიპლომი და ყველა სერტიფიკატი, რომელიც მითითებულია თქვენს რეზიუმეში.
წყარო:jobs.ge