en
ge

იურისტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • დაწყების თარიღი: 29.12.2013
  • ბოლო ვადა: 17.01.2014
  • ბმული: http://jobs.ge/67307/
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" არის უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, საერთაშორისო სამართლით აღიარებული სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, სახელმწიფო პოლიტიკისა და ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან, საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ეფექტური სამართალწარმოების, სამიზნე ჯგუფების გაძლიერების, სამოქალაქო მონიტორინგის, კვლევისა და ანალიზის და სამართალშემოქმედებით ინიციატივებში მონაწილეობის გზით.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" USAID-ის მხარდაჭერით იწყებს პროექტს "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე".
პროექტის მოკლე აღწერა:
** მდგრადი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტია ქალთა შესაძლებლობა მამაკაცებთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღონ მონაწილეობა, წვლილი შეიტანონ და ისარგებლონ ეკონომიკური პროცესებისგან იმგვარად, რომ მათი წვლილი დაფასებული იყოს, პატივს სცემდნენ მათ ღირსებას და შესაძლებელი იყოს ეკონომიკური სარგებლის ობიექტური განაწილება.
** მამაკაცებთან ერთად თანასწორობის პირობებში ქალთა მონაწილეობა ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია ქალთა გაძლიერებისთვის და მათთვის შესაძლებლობის მიცემისთვის, თავად წარმართონ თავიანთი ცხოვრება და შეძლონ საზოგადოებაში გავლენის მოხდენა.
** საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, ისევე, როგორც საქართველოს შრომის კოდექსი, კრძალავს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას დასაქმებისას. თუმცა, მნიშვნელოვანი გენდერული უთანასწორობა არსებობს საქართველოში დასაქმების შესაძლებლობებისას და სამუშაო პირობებთან მიმართებით.
პროექტის მიზანია: გენდერული თანასწორობის გაზრდა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის წახალისება, სადაც ქალები მონაწილეობენ სამუშაო ადგილებზე მამაკაცებთან თანასწორ პირობებში.
პროექტის ამოცანებია:
1. გენდერული თანასწორობის წახალისება და გაუმჯობესება სამუშაო ადგილებზე.
2. ქალთა მობილიზება, რათა მოითხოვონ თავიანთი უფლებების თანასწორად განხორციელება სამუშაო ადგილებში
3. დამსაქმებელთა წახალისება, რათა მათ იმოქმედონ არსებული საქართველოს კანონის არადისკრიმინაციული ნორმებით
4. სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება სამუშაო ადგილზე თანასწორობის შესახებ ქალთა უფლების დაცვის მიზნით
5. პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, დამსაქმებლების, დასაქმებულთა, ახალგაზრდობის, საზოგადოების სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება.
ვაკანტური ადგილი: იურისტი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 29 თვე
ხელფასის ოდენობა: 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (დარიცხული)
დატვირთულობა: 80%
სამუშაოს აღწერილობა:
** იურისტი უფროს იურისტთან ერთად გაუწევს სამართლებრივ კონსულტაციებს იმ ქალებს, ვინც განიცადა დისკრიმინაცია სამუშაო ადგილას.
** შეარჩევს საქმეებს პროექტის გუნდთან და სხვა თანამშრომლებთან კომუნიკაციის საფუძველზე და შესაბამის შემთხვევაში აწარმოებს საქმეებს შიდა ან საერთაშორისო სასამართლოებში.
** მონაწილეებს მიიღებს CEDAW კომიტეტში წარსადგენი ანგარიშის მომზადებაში.
** მოამზადებს სტატიებს ქალთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
** მონაწილებას მიიღებს შეხვედრებში, კონფერენციებში და სხვა ღონისძიებებში.
** შეასრულებს სხვა ვალდებულებებს, რომლებიც უკავშირდება პროექტის მიზნების და ამოცანების შესრულებას.
მოთხოვნები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება
** ადვოკატად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება
** ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სხვა საერთაშორისო ინსტანციებში საქმის წარმოების გამოცდილება
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა
** სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს კონსტიტუცია
- კონვენცია 100: მამაკაცთა და ქალთა თანასწორი ანაზღაურების შესახებ თანაბარი ღირებულების შრომისათვის
- კონვენცია 111: შრომისა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ
- ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენცია
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით
- სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
- საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ
- შრომის კოდექსი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV (სადაც მითითებული იქნება სამი პიროვნების სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც კანდიდატს გაუწევენ რეკომენდაციას) და სამოტივაციო წერილი, შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე: vacancy@article42.ge არაუგვიანეს 2014 წლის 17 იანვრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის ველში მიუთითოთ თანამდებობის სახელწოდება.
გასაუბრებაზე მოიწვევიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
გთხოვთ, გასაუბრებაზე წარმოადგინოთ თქვენი დიპლომი და ყველა სერტიფიკატი, რომელიც მითითებულია თქვენს რეზიუმეში.
წყარო:jobs.ge