en
ge

მკვლევარი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • დაწყების თარიღი: 29.12.2013
  • ბოლო ვადა: 17.01.2014
  • ბმული: http://jobs.ge/67308/
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" არის უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, საერთაშორისო სამართლით აღიარებული სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, სახელმწიფო პოლიტიკისა და ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან, საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ეფექტური სამართალწარმოების, სამიზნე ჯგუფების გაძლიერების, სამოქალაქო მონიტორინგის, კვლევისა და ანალიზის და სამართალშემოქმედებით ინიციატივებში მონაწილეობის გზით.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" USAID-ის მხარდაჭერით იწყებს პროექტს "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე".
პროექტის მოკლე აღწერა:
** მდგრადი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტია ქალთა შესაძლებლობა მამაკაცებთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღონ მონაწილეობა, წვლილი შეიტანონ და ისარგებლონ ეკონომიკური პროცესებისგან იმგვარად, რომ მათი წვლილი დაფასებული იყოს, პატივს სცემდნენ მათ ღირსებას და შესაძლებელი იყოს ეკონომიკური სარგებლის ობიექტური განაწილება.
** მამაკაცებთან ერთად თანასწორობის პირობებში ქალთა მონაწილეობა ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია ქალთა გაძლიერებისთვის და მათთვის შესაძლებლობის მიცემისთვის, თავად წარმართონ თავიანთი ცხოვრება და შეძლონ საზოგადოებაში გავლენის მოხდენა.
** საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, ისევე, როგორც საქართველოს შრომის კოდექსი, კრძალავს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას დასაქმებისას. თუმცა, მნიშვნელოვანი გენდერული უთანასწორობა არსებობს საქართველოში დასაქმების შესაძლებლობებისას და სამუშაო პირობებთან მიმართებით.
პროექტის მიზანია: გენდერული თანასწორობის გაზრდა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის წახალისება, სადაც ქალები მონაწილეობენ სამუშაო ადგილებზე მამაკაცებთან თანასწორ პირობებში.
პროექტის ამოცანებია:
1. გენდერული თანასწორობის წახალისება და გაუმჯობესება სამუშაო ადგილებზე.
2. ქალთა მობილიზება, რათა მოითხოვონ თავიანთი უფლებების თანასწორად განხორციელება სამუშაო ადგილებში
3. დამსაქმებელთა წახალისება, რათა მათ იმოქმედონ არსებული საქართველოს კანონის არადისკრიმინაციული ნორმებით
4. სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება სამუშაო ადგილზე თანასწორობის შესახებ ქალთა უფლების დაცვის მიზნით
5. პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, დამსაქმებლების, დასაქმებულთა, ახალგაზრდობის, საზოგადოების სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება.
ვაკანტური ადგილი: მკვლევარი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 8 თვე
ხელფასის ოდენობა: 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (დარიცხული)
დატვირთულობა: 80%
სამუშაოს აღწერილობა:
** მკვლევარი უფროსი მკვლევართან ერთად განახორციელებს შრომის კოდექსისა და გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის განხორციელების კვლევას.
** კვლევა მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: ინტერვიუები და შეხვედრები ძირითად მხარეებთან; სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს შეფასება და სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი.
** ძირითად მხარეებთან ინტერვიუები და შეხვედრები: კვლევითი გუნდი ორგანიზებას გაუწევს კერძო შეხვედრებს და ინტერვიუებს სახალხო დამცველის ოფისის, ქალთა ორგანიზაციების, ადმიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების, პროკურატურის, სასამართლოს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებთან, სხვა საჯარო მოხელეებთან, და სხვა მხარეებთან თბილისსა და რეგიონებში. კვლევითი გუნდი ყურადღებას დაუთმობს ამ პროცესში კანონისა და რეგულაციების გავლენას საჭიროების მქონე და მოწყვლადი ჯგუფებთან მიმართებით, მათ შორის ქალების, რომლებიც მუშაობენ არაფორმალურ სექტორში, დევნილების და ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით.
** სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა: კვლევითი გუნდი თბილისის საქალაქო სასამართლოდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოდან და უზენაესი სასამართლოდან მოიპოვებენ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქალთა მიმართ დისკრიმინაციას, რათა ამ საქმეებით სასამართლო პრაქტიკას გაეცნონ. ** მათ უნდა შეაფასონ ეს საქმეები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე გენდერულ თანასწორობასთან მიმართებით. მათ, ასევე, უნდა მიმოიხილონ მხარეებისა ან მოსამართლეების მიერ გენდერული სტერეოტიპების გამოყენების მტკიცებულება საქმეებში.
** სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს შეფასება: კვლევითი გუნდი გააანალიზებს სამართლებრივ და მარეგულირებელ ჩარჩოს, მათ შორის კონსტიტუციას, გენდერული თანასწორობის კანონს და შრომის კოდექსს. გუნდი მოიპოვებს დამატებით ინფორმაციას სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო წყაროებიდან (მათ შორის CEDAW და ILO) ამ პროცესის დროს.
** კვლევის საფუძველზე კვლევითი გუნდი მოამზადებს შეფასების ანგარიშს ქართულად და ინგლისურად. ანგარიში მოიცავს კონკრეტულ პოლიტიკის რეკომენდაციებს სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს, ისევე როგორც დისკრიმინაციის საქმეებზე სასამართლო პრაქტიკის, ხარვეზების საპასუხოდ.
** კვლევის გუნდი ასევე მოამზადებს ანგარიშს CEDAW კომიტეტში წარსადგენად.
** შეასრულებს სხვა ვალდებულებებს, რომლებიც უკავშირდება პროექტის მიზნების და ამოცანების შესრულებას.
მოთხოვნები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება
** იურიდიულ სფეროში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება
** სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს კონსტიტუცია
- კონვენცია 100: მამაკაცთა და ქალთა თანასწორი ანაზღაურების შესახებ თანაბარი ღირებულების შრომისათვის
- კონვენცია 111: შრომისა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ
- ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენცია
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით
- საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ
- შრომის კოდექსი
** კვლევების, ანგარიშების და სხვა ანალიტიკური ნაშრომების მომზადების მუშაობის გამოცდილება
** სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და ქართული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს რომელთაც:
** აქვთ მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სფეროში;
** ნამუშევარი აქვთ ადამიანის უფლებათა სფეროში, ქალთა უფლებათა დაცვის და განსაკუთრებით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით, და აქვთ კვლევებზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV (სადაც მითითებული იქნება სამი პიროვნების სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც კანდიდატს გაუწევენ რეკომენდაციას) და სამოტივაციო წერილი, შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე: vacancy@article42.ge არაუგვიანეს 2014 წლის 17 იანვრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის ველში მიუთითოთ თანამდებობის სახელწოდება.
გასაუბრებაზე მოიწვევიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
გთხოვთ, გასაუბრებაზე წარმოადგინოთ თქვენი დიპლომი და ყველა სერტიფიკატი, რომელიც მითითებულია თქვენს რეზიუმეში.
წყარო:jobs.ge