შესაძლებლობა შემოქმედებით, საზოგადოებრივ ან კულტურის სექტორში მომუშავე ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის!
უკვე 30 წელია, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საქართველოს კულტურის სექტორის წარმომადგენლების მხარდაჭერას.
შემოქმედებითი კავშირები ახალი საგრანტო კონკურსია, რომელიც საქართველოს რეგიონების კულტურისა და შემოქმედებით სექტორებში ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ცოდნის გაცვლასა და თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.
ეს დაფინანსების შესაძლებლობა პროექტ „შემოქმედებითი კომპასის“ ინიციატივაა. პროექტი მიზნად ისახავს რეგიონებში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ,,შემოქმედებითი კომპასი“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
წყარო: გოეთეს ინსტიტუტი