ფრიდრიხ ებერტის ფონდი და დამოუკიდებელი პროფკავშირი “გილდია” აფუძნებენ ფრიდრიხ ებერტის ფონდის პრემიას დრამატურგიაში, რომლის ფარგლებშიც ცხადდება პიესების/სათეატრო ტექსტების კონკურსი.
სათეატრო ტექსტი უნდა ასახავდეს სოციალური სამართლიანობის, სოლიდარობისა და/ან თანასწორობის იდეას და ეხმაურებოდეს ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე ერთ ან რამდენიმე აქტუალურ პრობლემას/საკითხს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ დრამატურგებს, მწერლებს, სტუდენტებსა და სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
წყარო: ებერტის ფონდი