საზაფხულო სკოლა, 2024 წლის 4 აგვისტოდან 9 აგვისტომდე ნატახტარში ჩატარდება.
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ, როგორც სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ უნივერსიტეტში, ასევე კურსდამთავრებულებს (20-დან 26 წლამდე). სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.
ხუთდღიანი ინტენსიური საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან ნატოს მისიას, ღირებულებებს, ისტორიასა და სტრუქტურას, ასევე გაიღრმავებენ ცოდნას ნატოსა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებ.
პროექტში მონაწილეობის ყველა ხარჯს დაფარავს ნატოს სამეკავშირეო ოფისი.
წყარო: NATO in Georgia