სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ღია ტენდერს ტექნიკის (შესაბამისი მახასიათებლების მქონე ლეპტოპები) შესაძენად.
ტენდერი ცხადდება ახალგაზრდების კონკურსის – „ეს ქვეყანა შენიას“ მიზნებისთვის, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“– ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი